ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი: საქართველო ინოვაციური ქვეყანაა

2017-11-29 15:35:04

for.ge

„ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის საინვესტიციო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ თემატურ პანელში მონაწილეობს, აცხადებს, რომ საქართველო ინოვაციური ქვეყანაა და იგი მხარს უჭერს ბიტკოინ და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას.

სიტყვით გამოსვლისას, „ბიტფური ჯგუფის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ის დიდი ხანია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან: „დიდი ხანია ვმუშაობ საქართველოს მთავრობასთან. საქართველო ძალზე ინოვაციური ქვეყანაა. ეს არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“ ვავილოვმა განსაკუთრებული აქცენტები საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივეზე და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე გააკეთა. „სანამ საქართველოში ბიზნესს დავიწყებდი, ბევრი რამ მქონდა გაგებული ქართული რეფორმებისა და ბიზნესის კეთების შესახებ. მაგრამ ერთია, როცა გესმის და მეორეა, როცა საკუთარი თვალით ხედავ. საქართველოში არ არის კორუფცია, აქ არის ძალიან ხელსაყრელი საგადასახადო რეჟიმი, იგი არამხოლოდ დაბეგვრისთვის არის ხელსაყრელი, არამედ სტრუქტურაა მარტივი, ცოტა დრო გჭირდება სხვადასხვა ქაღალდების შესავსებად. ასევე, არ არის ძვირი მუშახელი, ისინი არიან ძალიან შრომისმოყვარე. საქართველო არის მწვანე ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს იაფ ელექტროენერგიას. ყველა ეს პარამეტრი საქართველოს ხდის ძალიან კეთილგანწყობილს და მეგობრულს ჩვენი ბიზნესისათვის.“- განაცხადა „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელმა.

ვალერი ვავილოვმა ვრცლად ისაუბრა BitFury Group-ის ტექნოლოგიების შესახებ და ხაზი გაუსვა მათ სამომავლო პოტენციალს. „ბევრ ადამიანს გაუგონია ალბათ უკვე ბლოკჩეინ ტექნოლოგიების შესახებ, თუმცა, ძალიან ცოტას ესმის ,რას ნიშნავს ეს ახალი ტექნოლოგიები და როგორ შეუძლია მას შეცვალოს მთელი სამყარო. ინტერნეტის შექმნის შემდეგ, მოხდა ე.წ. დიჯიტალიზაცია სხვადასხვა სფეროებში. თუმცა, ყველაფერი მაინც რჩებოდა ქაღალდზე, რადგანაც ინტერნეტს არ შეეძლო უსაფრთხო ტრანზაქციები. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სწორედ ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც მოგვცემს უსაფრთხო ტრანზაქციების საშუალებას ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. სწორედ აქ მოგვყავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მაგალითი, აღნიშნულ სისტემაში ინფორმაციის წაშლა და მანიპულირება შეუძლებელია, სწორედ ეს არის მისი უმნიშვნელოვანესი თვისება. ჩვენს სამყაროში კიბერ დანაშაულების დიდი საფრთხეა. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც ქმნის დაცულ პლატფორმას ნებისმიერი მთავრობის, ინსტიტუციებისა და ორგანიზაციებისთვის.“- აღნიშნა ვავილოვმა.

ვალერი ვავილოვი მსოფლიოს უდიდესი ბლოკჩეინ კომპანიის „ბიტფური ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია. მისი სამეწარმეო საქმიანობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით გატაცება  2011 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც აღნიშნული ტექნოლოგია ფორმირების საწყის ეტაპზე იყო. ვავილოვი Bitfury Group- ს უახლესი თაობის ჩიპების და წინასწარი მონაცემების ცენტრის დიზაინის განვითარების საკითხებში ხელმძღვანელობდა. წარმოშობით ლატვიელმა ვალერი ვავილოვმა განათლება რიგის ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების უნივერსიტეტში მიიღო.

სხვა სიახლეები