ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ნაძალადევში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება
2017-11-29 15:40:09
for.ge
ზღვის უბანში (თემქა) საცხოვრებელი კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება. კანალიზაციის შიდა ქსელი გამოიცვალა მე-3 მ.რ, მე-2 კვ. 33-ე კორპუსში, სადაც 110 მ სიგრძეზე მოეწყო ახალი მილები და 14 სათვალთვალო ჭა დამონტაჟდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ კორპუსის წინ ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.
„ამ კონკრეტული პროექტით 126 ოჯახს მოუგვარდა პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში აწუხდებათ. ექვსსადარბაზოიან კორპუსში მთლიანად გამოიცვალა სისტემა. მოძველებული შიდა ქსელის გამო კორპუსის მიმდებარედ იყო ანტისანიტარია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან აწუხებდა. ამ მხრივ უკვე მოსახლეობას აღარ შეექმნება დისკომფორტი,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 55 233 ლარი გამოიყოფა.