ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა
2017-11-29 15:48:58
ipn.ge
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდეტი სასამართლოდან იუწყება, განცხადება მერაბიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე გააკეთეს.
მერაბიშვილის ინტერესების დამცველებმა გიორგი ჩივიაშვილმა და ბექა ბასილაიამ აღნიშნეს, რომ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, "ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა და ის პოლიტიკური პატიმარია, ამიტომ შს ყოფილი მინისტრი საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს უნდობლობას უცხადებს".
მომდევნო პროცესებიდან შს ყოფილ მინისტრს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.