ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
დიმიტრი ქუმსიშვილი: რეფორმები ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს
2017-11-29 16:50:24
for.ge
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ორ პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება - ესაა დანაზოგების ხელშეწყობა და წარმოების მხარდაჭერა.
„ჩვენ გვჯერა, რომ მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფორუმის მონაწილეებს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მათ შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საპენსიო რეფორმაზე, საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემის ამოქმედებაზე, დეპოზიტების დაზღვევის რეფორმაზე და სხვ.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს მხოლოდ მას შემდეგ იღებს, რაც საკითხს ბოლომდე შეისწავლის და დაადგენს, რომ ის არის განხორციელებადი, მომგებიანი და ქვეყნისთვის სასარგებლო.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა განათლების სექტორზე, სადაც, მისი შეფასებით, ფუნდამენტური რეფორმები მიმდინარეობს. აგრეთვე სივრცითი მოწყობის რეფორმაზე, რომელიც სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტირებას ითვალისწინებს. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საგზაო ინფრასტრუქტურაში ინვესტირება აბრეშუმის გზის განვითარების ნაწილია. მან ყურადღება გაამახვილა როგორც აღმოსავლეთ - დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთ - სამხრეთის დერეფნების განვითარებაზე, პორტების ინფრასტრუქტის მოწყობაზე, რკინიგზის რეაბილიტაციაზე და სხვ.