ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ლევან კობერიძე: ე.წ. მცირე მთავრობის მოდელი უფრო შეეფერება ჩვენს ქვეყანას
2017-11-29 19:44:33
for.ge
„ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ თუ მსოფლიოში სხვადასხვა სამინისტროებს რა ჰქვია. ამავდროულად ეს სამინისტროები უმარავ ფუნქციას ითავსებენ და ძალიან კარგი შედეგებაც აქვთ. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე შედეგები როგორ იყოს კიდე უკეთესი .
მე არ ვიცი , რატომ ხდება ოპოზიციის მხრიდან ულტრირება თითქოსდა მთავრობის განაცხადი იყო რომ, საუბარი იყო რაიმე ხარჯთეფექტიანობის თვალსაზრისით ამ ცვლილებებში. მსგავსი არაფერი ყოფილა და ვფიქრობ მცდელობა არის რომ ამ მიმართულებით წავიდეს მსჯელობა. დარწმუნებული ვარ , ეს არის გაგრძელბა იმ გზის რომელიც იყო არჩეული დასაწყისშივე- სამთავრობო სტრუქტურების ოპტიმიზაციის.
ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას ე.წ. მცირე მთავრობების მოდელი უფრო შეეფერება, და ეს არის ერთ-ერთი ის ნაბიჯი , რომელიც აქეთკენ არის გადადგმული" - განაცხადა აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე ლევან კობერიძემ.