ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ირაკლი გილაური: საქართველო რეგიონის ინვესტიციებისა და სერვისების ჰაბი ხდება

2017-11-29 22:49:56

for.ge

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობებისადმი მიძღვნილ თემატურ პანელზე სიტყვით გამოსვლისას საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა საქართველოს მაკროეკონომიკურ და საინვესტიციო სექტორის პოტენციალზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.

ირაკლი გილაურის ინფორმაციით, ბოლო ათი წლის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 5%-ით გაიზარდა, მომავალი 10 წლის განმავლობაში კი მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში, რაც მისი განცხადებით, სწორი სამთავრობო პოლიტიკის შედეგია.  „საქართველო ეკონომიკურად დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ შეიძლება გაორმაგდეს დოლართან მიმართებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აქ სამთავრობო პოლიტიკაა. მთავრობას აქვს შესანიშნავი პოლიტიკა, მაკრო-ხედვა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები. ამიტომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში ისევე განვითარდეს, როგორც სინგაპური და დუბაი.“ - აღნიშნა საინვესტიციო ჯგუფ BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა.

პანელზე გილაურმა შემოსავლების ზრდის პროგნოზი გააკეთა. მისი შეფასებით, საქართველოს აქვს საინტერესო პოლიტიკა მაკროეკონომიკის განვითარებასთან მიმართებაში. „ეს არის ბიუჯეტის კონსოლიდირება, ბიუჯეტის დეფიციტი იკლებს, ინფრასტრუქტურის ხარჯები გასამმაგდა ბოლო წლების განმავლობაში, ასევე ხდება გადასახადების შემცირება მოგებისა და კორპორატიული გადასახადების თვალსაზრისით - აღნიშნული გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ რომ ჩვენი შემოსავლების აქსელერაცია მოხდება.“ - განაცხადა ირაკლი გილაურმა.

საინვესტიციო გარემოზე საუბრისას, BGEO-ს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს სერვისების ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს და აღნიშნულის ძირითად ხელშემწყობ ფაქტორებად საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა და ტურიზმის სფეროს განვითარება დაასახელა. „საქართველო ხდება რეგიონის ინვესტიციებისა და სერვისების ჰაბი. საქართველოში კორუფციის აღმოფხვრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რამაც ბიზნესს შეუქმნა კიდევ უფრო უკეთესი გარემო. საქართველო სულ უფრო და უფრო ვითარდება როგორც სერვისის და ტურიზმის მიმწოდებელი. ამ 5 წლის განმავლობაში გასამმაგდა ტურიზმის ბიზნესი. უამრავი ინვესტორი დააბანდებს თანხას სერვისების სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება, ჯანდაცვის სერვისები, ფინანსური სერვისები ექსპორტი, რითაც საქართველო შეიძლება გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი.“ - აღნიშნავს გილაური.  

სხვა სიახლეები