ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს მხოლოდ 379 მოქალაქეს ეთქვა
2017-11-30 11:21:46
ipn.ge
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს მხოლოდ 379 მოქალაქეს ეთქვა. აქედან ყველაზე მეტჯერ უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსმა” შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.
შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ფაქტების სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:
იტალია - 77, პოლონეთი - 61, საბერძნეთი - 57, კვიპროსი - 51, უნგრეთი - 38, გერმანია - 30, ლიტვა - 25, ნიდერლანდები - 12, ბელგია - 9, საფრანგეთი - 7, შვედეთი - 3, დანია - 2, ესტონეთი - 2, შვეიცარია - 2, ფინეთი - 2 და ესპანეთი -1.
მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან (28 მარტი) 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ შეადგინა - 165 059 ერთეული. პირების რაოდენობამ, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა - 10 330 პირი შეადგინა. მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.