ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა, რაც რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია
2017-11-30 12:04:08
ipn.ge
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა, რაც რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„სასიხარულო ამბავი, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა - წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრისთვის ეკონომიკური ზრდა 5,7 % გახლავთ, 10 თვეში კი 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმი, რომელიც ჩატარდა, ის პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, შექმნის გაცილებით უფრო მეტ დინამიკას და ჩვენ მომავალი წელი ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან წელს ჩვენ მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. მომავალ წელსაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროგნოზებს გავცდეთ დადებითი კუთხით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.