ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

თბილისის მერი „გალერია თბილისის“ გახსნას დაესწრო

2017-12-01 11:07:42

for.ge

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ გახსნას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, რომელიც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. 

ღონისძიებას ასევე, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო კომპანიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

„ჩვენს დედაქალაქს  თანაინვესტირების ფონდმა უმნიშვნელოვანესი პროექტი აჩუქა - სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი” რუსთაველის გამზირზე, ძველი უნივერმაღის ადგილას აშენდა, რომელიც თავისი მასშტაბით, ფუნქციური დატვირთვითა და იერსახით, დედაქალაქის ახალი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება. დაახლოებით, 1 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი იქმნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერმა განსაკუთრებული მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა, რომელმაც ქალაქს ტრადიცია გაუცოცხლა და თბილისს საყვარელი ადგილი დაუბრუნა. 

„პროექტის განხორციელებაში 97 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში და წლების განმავლობაში მიტოვებული ტერიტორია თანამედროვე, უმაღლესი დონის კულტურულ, სავაჭრო და გასართობ ცენტრად აქცია.  პირველ რიგში კი, მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქალაქს ტრადიცია გაუცოცხლა და თბილისს საყვარელი ადგილი დაუბრუნა“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი ობიექტის - ლაღიძის წყლების გახსნასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებას იღებს, რომლის განსახორციელებლადაც ყველაფერს გააკეთებს.

„ვიღებ ბატონი პრემიერის დავალებას ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დედაქალაქს დავუბრუნოთ. ამისთვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ზუსტად ასეთი შენობა-ნაგებობებით თბილისი ძალიან მალე გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი. დედაქალაქის მერიისა და  ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

„გალერია თბილისი“ ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 97 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, რომელზეც 2000 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ კი, 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

„გალერია თბილისში“ ინტეგრირებულია საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ხუთი სართული და საკვები ზონა, რომელიც ვიზიტორებს მრავალფეროვანი შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში საშუალო და მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიებია განთავსებული. 

პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ შენობაში ინტეგრირებულია თავისუფალი და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრები. შენობაში სრულად არის ინტეგრირებული ასევე, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“. 

სხვა სიახლეები