ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ევროკავშირი: გიულენის მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად ვერ ვხედავთ
2017-12-01 11:15:46
for.ge
ევროკავშირი, თურქეთის აზრს იმის შესახებ, რომ გიულენის მოძრაობა ტერორისტლი ორგანიზაციაა, არ იზიარებს, - ამის შესახებ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში ევროკავშირის კორდინატორმა ჟილ დე კერშოვმა როიტერთან საუბრისას განაცხადა.
კერშოვის თქმით, ევროკავშირის ამ პოზიციის შესაცვლელად კონკრეტული მტკიცებულებები უნდა იყოს წარმოდგენილი.
″გიულენის მოძრაობის შესახებ... ჩვენ ამ მოძრაობას ტერორისტულ ორგანიზაციად არ ვხედავთ და არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი შეეცვალოს″, - განაცხადა მან.
კერშოვმა, თურქეთის მიერ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნიდან გადატრიალების მცდელობაში სავარაუდო კავშირში მყოფი პირების ექსტრადირების მოთხოვნის შესახებაც ისაუბრა.
″ევროკავშირის წევრი ქვეყნები ექსტრადირების გადაწყვეტილებას თავად იღებენ და ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებელ სასამართლოს მყარი მტკიცებულებები სჭირდება. ისეთი ირიბი მტკიცებულებები კი არა, როგორიცაა რომელიმე ტელეფონის აპილკაციის ჩამოტვირთვა, არამედ გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები გვჭირდება″, - განაცხადა მან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით დაახლოებით 50 ათასი ადამიანი დააპატიმრეს. დაახლოებით 150 ათასი ადამიანიც სამსახურიდან გაათავისუფლეს.
როიტერი ასევე წერს, რომ ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმიტომ იქნა დაკავებული რომ მათ აპლიკაცია ByLock-ი ჰქონდათ ჩამოტვირთული.
წყარო: http://www.bbc.com/turkce/42177248