ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
გიორგი მარგველაშვილი: წითელი ხაზები უნდა გადიოდეს იმ ქვეყნებზეც, რომელთაც გააკეთეს არჩევანი თავისუფლებისთვის
2014-11-26 16:00:18
IPN
წითელი ხაზები მხოლოდ ნატო-ს წევრ ქვეყნებზე არ უნდა გადიოდეს, არამედ უნდა გადიოდეს იმ ქვეყნებზე, რომელთაც გააკეთეს არჩევანი თავისუფლებისთვის; ისტორიამ აჩვენა, რომ თუ ასე არ მოხდება, სიტუაცია უფრო გართულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის ლატვიელ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, "როიტერის" იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არის თუ არა დარჩენილი რესურსი მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის თუ ამას აზრი არ აქვს.
"მოლაპარაკებებს და მშვიდობიან გადაჭრას ამ კონფლიქტისა, რა თქმა უნდა, არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა ინტერნაციონალიზაცია ამ მოლაპარაკებების პროცესის და სწორედ ამიტომ ჟენევის ფორმატის შენარჩუნება, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები მონაწილეობენ და ერთმანეთს ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, ესაუბრებიან, ძალიან მნიშველოვანია. უფრო მეტიც, გუშინწინ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოვითხოვეთ, რათა განეხილა ეს საკითხი და მოვითხოვეთ, რომ ამ საკითხებზე ყოფილიყო მსჯელობა საერთაშორისო ორგანიზაციებში და სხვა ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. წითელი ხაზები მხოლოდ ნატოს წევრ ქვეყნების საზღვრებზე არ უნდა გადიოდეს, წითელი ხაზები უნდა გადიოდეს იმ ქვეყნებში, რომელთაც გააკეთეს არჩევანი თავისუფლებისათვის და ისტორიამ აჩვენა, რომ თუ ასე არ მოხდება, სიტუაცია უფრო გართულდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ "ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ურთიერთობების სტაბილიზაცია მოხდეს".