ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
მინისტრის მოადგილე: რაც მოხდა ყველას წილი პასუხისმგებლობაა
2017-12-02 17:23:48
for.ge
განათლების მინისტრის მოადგილე, ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაღუპული მოსწავლეების ოჯახებსა და ახლობლებს უთანაგრძნობს. ლია გიგაური მასწავლებლებსა და თანაკლასელებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"შეძრწუნებულები ვართ მომხდარით. ხორავას ქუჩაზე შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.
ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ოჯახებს, მათ ახლობლებს, სკოლას, მთელ საზოგადოებას. რაც მოხდა ყველას საერთო ტრაგედიაა, ამასთანავე ყველას წილი პასუხისმგებლობა.
ბავშვების სიცოცხლეზე ღირებული არაფერია. ყოველდღიურად მათი უსაფრთხოების დაცვა სკოლაში პედაგოგების, ადმინისტრაციის და მანდატურების ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია, და მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით.
ოჯახთან ერთად თუ ვინმეს სტკივა, სკოლას სტკივა - მასწავლებლებს, თანაკლასელებს. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ მათ და მიუხედავად მძიმე ემოციური ფონის, ყველას მოვუწოდებთ გამოძიებასთან მაქსიმალური თანამშრომლობისკენ. ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დეტალურად იქნეს გამოძიებული ეს ტრაგიკული შემთხვევა, დროულად იქნას შეფასებული და გაანალიზებული, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები" , - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
51-ე სკოლის ორი მოსწავლე, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გუშინ დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, ექიმებმა მეორე მოსწავლის გადარჩენა ვერ შეძლეს, მას ძირითადი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.