ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ანგელა მერკელი - რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება გარდაუვალია
2014-11-26 16:04:08
IPN
რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება, აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, გარდაუვალია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.
"ჩვენ შეუჩერებლად ვმუშაობთ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კრიზისის დიპლომატიური გზით დასარეგულირებლად. თუმცა სამწუხაროდ, კვლავინდებურად გრძელდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციისთვის შესამჩნევ ნაბიჯებს არ გადადგამს.
ნოემბერში, ავსტრალიაში გამართულ "დიდი ოცეულის" სამიტზე ანგელა მერკელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გაფართოებას გეგმავს.