ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ეკა ბესელია: ლევან იზორიას მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკორექტულია

2014-11-26 16:15:09

IPN

ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტს მხარს უჭერს მთავრობა, პრემიერი, საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული და არ უნდა მოვიდეთ წინააღმდეგობაში ერთმანეთთან, რადგან კანონი კონსენსუსით უნდა მიიღებოდეს და არა დაპირისპირების გზით, - განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

როგორც ბესელია აცხადებს, მისთვის გაურკვეველია დეპუტატების ნაწილის მოსაზრება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მოზადებულ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტზე, რადგან მისი თქმით, უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებების ნაწილია.

"უსაფრთხოებაზე ზრუნვა ადამიანის უფლებების ნაწილია. ჩვენი მოქალაქეები თავს დაცულად რომ გრძნობდნენ, ამაზე ჩვენი კომიტეტიც უნდა ზრუნავდეს და სხვა კომიტეტებიც. შსს ჩართული იყო იმ სამუშაო ჯგუფში, რომელსაც ხმალაძე ხელმძღვანელობდა, მაგრამ მაშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არავის გახსნებია. იზორია, მთავრობის წარმომადგენელია, მისი მომზადებული კანონპროექტები პარლამენტში ძალიან ბევრი გვინახავს და მის მიმართ გაკეთებული განცხადებები არაკორექტულია. რეგლამენტში გვიწერია, რომ იმ კანონპროექტებზე რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ის მთავრობას ეგზავნება და მათი მოსაზრებებით ბრუნდება ჩვენთან. ძალიან ვწუხვარ, რომ მჭირდება შეხსენება, ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილი არის უსაფრთხოების ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკეთეა. ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმიტომ არის ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ამ კონცეფციაში უფრო მაღალი ხარისხით არის დაცვის მექანიზმი და პერსონალური დაცვის ინსპექტორის გაძლიერება, ეს არის ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი", - განცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

"ჩვენ არ ვიცით, ვინ დაწერა მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, ბესელიას დაწერილ ტექტს შეიძლება არ ჰგავდეს, რადგან ძალიან გავს იზორიას დაწერილს, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, პარლამენტი ე.წ. ორგასაღებიან სისტემასთან დაკავშირებით დღეს ორ კანონს განიხილავს. ფრაქცია "რესპუბლიკელები" კი ვახტანგ ხმალაძის ინიციატივას დაუჭერენ მხარს.

სხვა სიახლეები