ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ალეკო ელისაშვილის "შენახვა" 80 ათასი ლარი ჯდება

2014-11-26 23:53:20

PIA.GE

საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ალეკო ელისაშვილის, როგორც საკრებულოს დეპუტატისა და როგორც საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ბიუროს ხარჯები ბიუჯეტს ყოველწლიურად 80 ათასამდე ლარი უჯდება.

"თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში ასახაული ადმინისტრაციული ხარჯები სრულად შეესაბამება სხვა ქვეყნების სტანდარტებს და პროცენტულად ზუსტად იმ თანხას მოიცავს, რაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასებსა და პრემიებს სჭირდება“,- ეს განცხადება საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ მომავალი წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლების განმარტებისას გააკეთა.
დეპუტატის თქმით, მუნიციპალიტეტებში 18 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და თითოეული მათგანი ხელფასს და პრემიას სათანადო მუშაობისთვის იღებს.
მისივე თქმით, ამავე თანხებში შედის ალექსანდრე ელისაშვილის, როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატისა და მისი როგორც საკრებულოს მაჟორიტარი წევრის ბიუროს ხარჯები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად 80 ათასამდე ლარი უჯდება. ეს თანხა კი საკრებულოს თანამდებობის პირთა ხარჯებთან შედარებით გაცილებით მეტია.
ნუგზარ მალაღურაძე საწვავის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხარჯები მოკრძალებულია, რადგან სისტემა მხოლოდ საკრებულოს ავტო-პარკის მოქნილ მუშაობაზეა მოწყობილი.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ესტაკადების მოწყობაზე ისაუბრა საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ. გოჩა ბაბუნაშვილის თქმით, საკრებულო და მერია აქტიურად მუშაობენ დედაქალაქში არსებული საცობების აღმოფხვრის თემაზე. როგორც დეპუტატმა განმარტა, არსებობს მეცნიერული დასკვნა, რომლის მიხედვითაც პუშკინის ქუჩაზე დაგეგმილი ეტაკადის მშენებლობა ნამდვილად განტვირთავს მოძრაობას და ამ საკითხზე არქიტექტორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ მერიის სატრანსპორტო სამსახურები.
მისივე თქმით, იგეგმება სავალი გზის გაფართოება, რომელიც გმირთა მოედნიდან მარცხენა სანაპიროზე ჩასასვლელ ესტაკადას უერთდება.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ,,ჭკვიანი შუქნიშნების“ დამონტაჟებასთან დაკავშირებით, რომლებიც საცობების აღმოფხვრას მთელს ქალაქში შეუწყობს ხელს.

სხვა სიახლეები