გამოკითხვა
ხმის მიცემა
IPN.GE
პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებებით ყოფილა სავსე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ Forbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში, თეა წულუკიანის "თავისუფალი დემოკრატებიდან" წასვლაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, "იმედგაცრუებები ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა".
"ცხოვრებაა ასეთი. მითუმეტეს, პოლიტიკური ცხოვრება კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუებებით ყოფილა სავსე, მაგრამ ის, რაც ერთად გამოვიარეთ მე და თეამ 5 წლის განმავლობაში, ამას ეს კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად ვერ დააყენებს. ეს მისი არჩევანია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.