გამოკითხვა
ხმის მიცემა
PIA.GE
შვედეთის პარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, გადაწყვეტილებას 249 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტმა ასევე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად შვედეთის მთავრობას რატიფიცირების პროცესის ტექნიკური მხარის დასრულება დაევალა.
ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის წევრმა 7 ქვეყანამ (რუმინეთი, ლიტვა, ლატვია, სლოვაკეთი, მალტა, ბულგარეთი, ესტონეთი) მოახდინა, მათ შორის ორ სახელმწიფოში უნგრეთსა და შვედეთში დოკუმენტის რატიფიცირება ქვეყნის პარლამენტმა განახორციელა და პროცესის დასრულებისათვის აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა.