ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

The Wall Street Journal-ი ირაკლი ღარიბაშვილის წერილს აქვეყნებს

2014-11-27 23:47:30

from.ge

"საქართველო რჩება დასავლეთის გზაზე", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა The Wall Street Journal-ი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს.
როგორც საქართველოს პრემიერი წერილში აღნიშნავს, ევროპული ინტეგრაციისკენ ქვეყნის გზა მტკიცე და შეუქცევადია.

"ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში შიდა პოლიტიკურ მოვლენებს საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ 2016 წლის არჩევნების წინ დამოუკიდებელი გზით სვლა გადაწყვიტა, თამამი, მაგრამ სარისკო სტრატეგია აირჩია და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ხელწერის მოქცევის რისკის ქვეშ არის. ეს არგუმენტი უსაფუძვლოა. ეს იმაზე მიანიშებს, თუ რაოდენ ფუნდამენტურია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართული ეროვნული იდენტობისთვის და ყველა პოლიტიკური პარტია და ფიგურა განცალკევებულად ფლობს "ყველაზე პროდასავლურის" ნიშანს. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ინტეგრაციას არ განსაზღვრავს რამდენიმე პიროვნება ანაც ხელისუფლება - მას საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს და პარტიათა შორის ძლიერი კონსენსუსის საკითხია. ის ქართველი ხალხის უტყუარ ნებას გამოხატავს, რომელთა 80%-მა თანმიმდევრულად გამოხატა ერთმნიშვნელოვანი ამბიცია, სრულად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. საქართველოს გზა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მტკიცე და შეუქცევადია", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ქვეყნის პრემიერი წერს, ამ კონტექსტში გავრცელებული შეშფოთება საკუთარ მეზობლებზე რუსეთის გავლენის თაობაზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოში არსებული მოვლენების დაჩრდილვა, გასაგებია, თუმცა - სამწუხარო; საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ პანიკა გადაჭარბებულია.
"იგივე შეიძლება ითქვას მათზე, ვინც ჩემს მთავრობას აკრიტიკებს, რომ პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე სახელმწიფო შესყიდვების საქმე, რომელშიც თავდაცვის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, შერჩევითი სამართლის ნიშნებს ატარებს. როგორც ჩანს, "შერჩევითი სამართლის" კონცეფცია ყოფილი მაღალჩინოსნების პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებას გასცდა და ვრცელდება ყველა სასამართლო პროცესზე, რომელიც უხერხულია ყველასთვის, ვისაც საზღვარგარეთ სიამოვნებით უსმენენ. ოპოზიციური პარტიების ტაქტიკა, გამოიყენონ უცხოელთა გრძნობები შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის, ჩემი მთავრობისთვის არახალია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ თავისუფალი, პლურალური და ძლიერი დემოკრატია. ჩვენ ვამაყობთ ამ დემოკრატიით და მივესალმებით კრიტიკას, მაგრამ თუ ეს კრიტიკა არ არის ფაქტებით გამყარებული და წინააღმდეგობის გარეშე რჩება, შესაძლოა სახიფათო იყოს. მთავრობა, რომელიც ინარჩუნებს ძლიერ, დემოკრატიულ მანდატს, არ დაუშვებს დამოუკიდებელი პრკურატურისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ყველა დანაშაული გამოძიებული უნდა იყო და ყველა ბრალდებული უდანაშაულოა, ვიდრე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე სასამართლო მის ბრალეულობას არ დაამტკიცებს. ჩვენ გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია შერჩევითი სამართლის აღქმის თავიდან აცილებაც კი, მაგრამ აღქმა ფაქტებში არ უნდა აგვერიოს.

ფაქტი ის არის, რომ ჩვენ გარდავქმენით სასამართლო სისტემა, მოსამართლეები დამოუკიდებელი გახდნენ, გავაძლიერეთ დამნაშავეთა უფლებები და მედიისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის სასამართლო დარბაზის კარი გავხსენით. ბრალდების წაყენებამდე მნიშვნელოვანი საქმეების განხილვისთვის ჩვენ ყოფილი საერთაშორისო პროკურორებიც კი დავნიშნეთ.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენ რეფორმებსა და ევროინტეგრაციას პანიკამ გადაუღობოს გზა. ხელისუფლებამაში მოსვლის დღიდან, ამ მთავრობის პოზიცია ჩვენი ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არსებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო. ივნისში ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის იმპელემენტაციასაც ახლა ვახორციელებთ. სექტემბერში საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხუთი პარტნიორი ქვეყნიდან ერთ-ერთი გახდა, ვისაც ალიანსის გაზრდილი შესაძლებლობების პარტნიორის კვალიფიკაცია მიენიჭა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ისტორიის კიდევ ერთი ქვაკუთხედი იქნება და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ რბოლას. თუმცა, ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ქართველი ხალხის წინაშე დადებული დანაპირებების შესასრულებლად და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისადმი აღებული ვალდებულებების შესასრულებლად. ოპოზიციის კრიტიკულ, მაგრამ კონსტრუქციულ მხარდაჭერას კი მივესალმებით", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

სხვა სიახლეები